შეკვეთის მინიმალური ღირებულება შეადგენს 100 ლარს.
მიწოდება თბილისში
თბილისის მასშტაბით 100 ლარის ან მეტი ღირებულების შეკვეთაზე მიწოდება უფასოა.
მიწოდების ვადა და პირობები შესაძლოა დამოკიდებული იყოს:
- შეკვეთის მოცულობაზე;
- მიწოდების მისამართზე;
- პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე;
- შეკვეთის დამუშავების დროსა და სხვა საოპერაციო გარემოებებზე.
სტანდარტულად, თბილისში მიწოდების სავარაუდო ვადაა:
1–2 სამუშაო დღე.
მიწოდება რეგიონებში
საქართველოს რეგიონებში შეკვეთების მიწოდება შესაძლებელია საკურიერო კომპანიების მეშვეობით.
მიწოდების ღირებულება განისაზღვრება:
- შეკვეთის წონისა და მოცულობის;
- მიწოდების მისამართის;
- არჩეული საკურიერო კომპანიის მოქმედი ტარიფების მიხედვით.
რეგიონში მიწოდების ვადა ასევე დამოკიდებულია არჩეული საკურიერო კომპანიის პირობებზე.
შეკვეთის დადასტურება
ვებგვერდზე შეკვეთის გაფორმების შემდეგ იგი გადის დამუშავების პროცესს.
შეკვეთა ძალაში შედის კომპანიის წარმომადგენლის მიერ მისი დადასტურების შემდეგ.
საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენელი მომხმარებელს დაუკავშირდება პროდუქციის რაოდენობის, ხელმისაწვდომობის ან მიწოდების დეტალების დასაზუსტებლად.
პროდუქტის მიღება
მომხმარებელს ვურჩევთ პროდუქციის მიღებისას გადაამოწმოს შეკვეთის შესაბამისობა და შეფუთვის მდგომარეობა.
შეუსაბამობის ან დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მომხმარებელმა სასურველია დროულად დაუკავშირდეს კომპანიას.